
მარტვილის მუნიციპალიტეტის ხუნწის საჯარო სკოლის მასწავლებლები 3 კვირაზე მეტია ონლაინ ატარებენ გაკვეთილებს, რომელშიც ჩართულია მოსწავლეების 90%.
ხუნწის საჯარო სკოლის მასწავლებლებისათვის, საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალი პროფკავშირის რაიონული ორგანიზაციის დახმარებით, ონლაინ გაიმართა ტრენინგი, ახალი საგანმანათლებლო ონლაინ პლატფორმის „თიმსის“გამოყენების შესახებ.
„ეს პლატფორმა საკმაოდ მარტივი და მოსახერხებელია, ყველაფერი ერთ სივრცეშია მოქცეული, რაც მოსწავლისთვის და მასწავლებლისთვის საჭიროა და აუცილებელია. ტრენერი იყო ზაზა ჯღარკავა.
ხუნწის საჯარო სკოლის მასწავლებლები 3 კვირაზე მეტია ონლაინ ატარებენ გაკვეთილებს, სადაც მოსწავლეების 90% ჩართულია, ახლა უკვე „თიმსის“ გამოყენებით გაკვეთილების ჩატარებაზე გადავიდნენ.
მადლობა საქართველოს პედაგოგთა და მეცნიერთა თავისუფალ პროფკავშირს, რომელიც მუდამ პედაგოგთა დასახმარებლად დგას სადარაჯოზე. ასევე მადლობა მინდა გადაუხადო: განათლების მართვის საინფორმაციო სისტემა emis
System administrator ბატონ ნიკა ბრეგვაძეს, რომელიც ათასობით მასწავლებელს ეხმარება ახალი ონლაინ პლატფორმის დანერგვაში და გაგებში“, -აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.
იხილეთ ფოტოები