პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებისთვის მისალოცი ბარათები დაამზადეს
13-04-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის პატარა სამსარის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დედებს საჩუქარი საკუთარი ხელით დაუმზადეს.

მეოთხე კლასის მოსწავლეებმა მისალოცის ბარათები დაამზადეს და დედებს დედების დღე მიულოცეს. ბავშვებს ასეთი საშინაო დავალება მასწავლებელმა მისცა.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203