
ადიგენის მუნიციპალიტეტის ბენარის საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს Microsoft Teams-ის, Messenger-ის და მობილური ტელეფონის გამოყენებით.
„მასწავლებლები მართავენ ონლაინ შეხვედრებს, მოსწავლეებს უგზავნიან განხილული თემის დავალების ინსტრუქციას და დავალებებს აძლევენ შესაბამის უკუკავშირს.
ბენარის საჯარო სკოლა მშობლებთან თანამშრომლობით ცდილობს დისტანციურ სწავლებაში მაქსიალურად ჩართული ყავდეს ყველა მოსწავლე, რათა უზრუნველყოს მათი სრულფასოვანი განათლება“, - აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.