ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს ფილმი მიუძღვნეს
13-04-2020

ლანჩხუთის N1 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილს დოკუმენტური ფილმი მიუძღვნეს. მოსწავლეებმა გაიხსენეს 31 წლის წინანდელი მოვლენები და დარბევის დროს დაღუპუული გმირები.

„1989 წლის 9 აპრილს გამთენიისას საქართველოს დედაქალაში შემზარავი ტრაგედია დატრიალდა. თბილისში, რუსთაველის გამზირზე, საბჭოთა კავშირის სადამსჯელო ნაწილებმა მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს. დაღუპულთა შორის, რომელთა რიცხვმა 21 შეადგინა, უმეტესობა ქალები იყვნენ, მათ შორის სკოლის მოსწავლეებიც. დაუდგენელი ქიმიური ნივთიერებით მოიწამლა 2000-მდე პირი.

1989 წლის 9 აპრილიდან ზუსტად მეორე წლისთავზე საქართველოს უზენაესმა საბჭომ ზვიად გამსახურდიას მეთაურობით საქართველოს დამოუკიდებლობის აქტი მიიღო 9 აპრილი საქართველოს უახლეს ისტორიაში ჩაეწერა ტრაგედიის და ამავდროულად საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის დღედ.

სწორედ ამ თარიღს მიუძღვნეს ლანჩხუთის პირველი საჯარო სკოლის მოსწავლეებმა დოკუმენტური ფილმი - „9 აპრილი“. ფილმში ასევე მონაწილეობენ საჩხერის საჯარო სკოლის მოსწავლეებიც“, - აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო


 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203