„როგორ ვატარებ დროს კარანტინში“ - დმანისის N2 საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი ჩატარდა
13-04-2020

დმანისის N2 საჯარო სკოლა, შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე, დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. დისტანციური სწავლების გარდა, სკოლაში ასევე მიმდინარეობს ონლაინ ღონისძიებები, სადაც აქტიურად არიან ჩართული მოსწავლეები და მათი მშობლები.

„ძალიან საინტერესოდ ჩაიარა კონცერტმა - კონკურსმა „როგორ ვატარებ დროს კარანტინში“, სადაც მოსწავლეები თავიანთ მშობლებთან ერთად სწავლობდნენ: ლექსებს, სიმღერებს, ცეკვებს, ხატვას და აგზავნიდნენ დისტანციურ კონკურსში.

ყველა კონკურსანტმა მიიღო ელექტრონული სიგელები, ხოლო მათმა მშობლებმა კი - სამადლობელი წერილები“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო



 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203