ახალქალაქის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს შეუფერხებლად წარმართავს
13-04-2020

ახალქალაქის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს შეუფერხებლად წარმართავს. მასწავლებლები მოსწავლეებს სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებით უკავშირდებიან და გაკვეთილებს უხსნიან. მოსწავლეებს ონლაინ სწავლება ძალიან მოსწონთ.

„ახალქალაქის N2 საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება შეუფერხებლად მიმდინარეობს. დირექცია ითვალისწინებს და იცავს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს რეკომენდაციებს დისტანციურ სწავლებასთან დაკავშირებით. პედაგოგებიც და მოსწავლეებიც ინფორმირებულები არიან დღემდე არსებული ყველა სიახლით“,-აღნიშნულია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203