სულდის საჯარო სკოლის მასწავლებელმა 9 აპრილის ტრაგიკულ მოვლენებს ონლაინ გაკვეთილი მიუძღვნა
13-04-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის სულდის საჯარო სკოლის მოსწავლეებმა, ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელთან ერთად, 9 აპრილის მოვლენები გაიხსენეს. 9 აპრილის თემაზე ონლაინ გაკვეთილი IX კლასელებისთვის საინტერესო იყო.

„9 აპრილი. დილის 9:00 საათზე ონლაინ პროგრამით ვუკავშირდები მე-9 კლასის ბავშვებს და ვსაუბრობთ, 9 აპრილს რა მოხდა საქართველოში 1989 წელს, როდესაც ქართველი ხალხი მოითხოვდა თავისუფლებას იმდროინდელი საბჭოთა ხელისუფლებისგან. ხალხი ბობოქრობდა. საბჭოთა ხელისუფლების ოკუპირებულმა ძალებმა ძალა იხმარეს ქართველ ხალხზე და დაიღუპა 21 ადამიანი, მრავალი დაიჭრა. ორი წლის შემდეგ 1991 წელს, 9 აპრილს აღინიშნა საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. მოსწავლეებმა პატივი მიაგეს 9 აპრილს დაღუპულთა ხსოვნას“,- გვიამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი ალელიშვილი ფოფალა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203