.jpg)
ქობულეთის მუნიციპალიტეტს სოფელ ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლაში სწავლა გრძელდება და მოსწავლეებს ონლაინ-გაკვეთილები უტარდებათ. ბუნების მასწავლებელმა, ხათუნა უსტიაშვილმა პირველკლასელებს დისტანციური გაკვეთილი ჩაუტარა თემაზე - „წელიწადის ოთხი დრო“. პედაგოგმა, ბავშვებთან ერთად, დეტალურად განიხილა თემა, მიაწოდა სპეციალური ცხრილი, რომლის დახმარებითაც პატარებმა გაიაზრეს წელიწადის დროთა ძირითადი მახასიათებლები თუ თავისებურებები.
ხოლო ამის შემდეგ, ჩაისუბნის N2 საჯარო სკოლის პირველკლასელები საკითხს შემოქმედებითად მიუდგნენ - ფურცელზე გამოსახეს წელიწადის ოთხივე დრო და საინტერესოდ გადმოსცეს სეზონისთვის დამახასიათებელი ნიშან-თვისებები.
მიუხედავად ტექნიკური პრობლემებისა, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჩაისუბნის საჯარო სკოლაში აქტიურად მიმდინარეობს საწავლო პროცესი, იყენებენ სხვადასხვა საგანმანათლებლო პლატფორმას და მოსწავლეებიც ესწრებიან ონლაინ-გაკვეთილებს.