ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები აქტიურად უტარდებათ
13-04-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის ხულგუმოს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ონლაინ გაკვეთილები აქტიურად უტარდებათ. მასწავლებლები ყველანაირად ცდილობენ, რომ მოსწავლეებს საჭირო ცოდნა მიაწოდონ.

„Teams-ის გამოყენებით ბოლომდე კმაყოფილი არ ვართ, რადგან სასკოლო ეფექტს არ იძლევა, გვაქვს ტექნიკური პრობლემები, მაგრამ მაინც, როგორც ჩვენ მასწავლებელები, ისე მოსწავლეები ყველაფერს ვაკეთებთ, რომ გაკვეთილები ჩავატაროთ ყოველდღე ყველა მოსწავლესთან ერთად“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203