მუხაესტატეს საჯარო სკოლის მოსწავლეებს ონლაინ-გაკვეთილები უტარდებათ
13-04-2020

ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლა აქტიურადაა ჩართული დისტანციურ სწავლებაში.

პედაგოგები, სკოლის დირექციასთან ერთად, ყველაფერს აკეთებენ, რათა მოსწავლეები სასწავლო პროცესს არ ჩამორჩნენ.

დღეს, როდესაც მუხაესტატე, ქობულეთის რამდენიმე სოფელთან ერთად, წითელ ზონადაა გამოცხადებული, მასწვალებლები ცდილობენ, დისტანციურად გაამხნევონ საკუთარი მოსწავლეები, განსაკუთრებით კი ეს ეხება დაწყებით კლასებს.

მუხაესტატეს საჯარო სკოლის პედაგოგს, ვარდო ხვიჩიას ყოველდღიური კონტაქტი აქვს თავის პირველკლასელებთან, რომლებიც სწორედ ახლა საჭიროებენ მორლურ მხარდაჭერას იმ ადამიანისგან, ვინც სკოლაში შეუძღვა და ახლაც აქტიურად ზრუნავს მათ განათლებაზე. ასე რომ, ქობულეთის მუნიციპალიტეტის სოფელ მუხაესტატეს საჯარო სკოლის პირველკლასებისთვის, მათი პედაგოგის, ვარდო ხვიჩიას ძალისხმევით, სასწავლო პროცესი გრძელდება და ყველა ერთად, მოუთმენლად ელის, როდის დაუბრუნდებიან სკოლას. 

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203