
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის დილისკის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. მასწავლებლები სხვადასხვა საკომუნიკაციო საშუალებას იყენებენ მოსწავლეებთან დასაკავშირებლად.
„მასწავლებლებმა დაიწყეს მუშაობა viber-ით. შექმნეს საკლასო ჯგუფები და ასე მუშაობდნენ ერთი კვირა. ახლა მუშაობენ პროგრამა Taems -ით, სადაც ყველა მოსწავლე და მასწავლებელი ჩართულია“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.