აწყურის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა კორონავირუსთან ბრძოლის ფონდში თანხა გადარიცხეს
13-04-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის აწყურის საჯარო სკოლის მასწავლებლებმა StopCov ფონდში თანხა გადარიცხეს. მათ ერთხმად გამოთქვეს სურვილი, ამ სიტუაციაში გვერდში დაუდგნენ სახელმწიფოს.

„კორონავირუსის გავრცელების გამო, როგორც კი ქვეყანაში საგანგაშო მდგომარეობა შეიქმნა, სახელმწიფოს მხრიდან უამრავი რესურსი იხარჯება დაავადებულთა სამკურნალოდ და კარანტინში მყოფი მოქალაქეების უზრუნველყოფისათვის.  

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფელ აწყურის საჯარო სკოლის დირექციამ, ადმინისტრაციამ და მასწავლებლებმა მათი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობიდან გამომდინარე, სურვილი გამოთქვეს, ამ ძნელბედობის ჟამს მხარში დაუდგნენ სახელმწიფოს და გარკვეული თანხა გადარიცხეს StopCov ფონდში“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203