
ახაქალაქის მუნიციპალიტეტის ჩუნჩხის საჯარო სკოლა დისტანციური სწავლების რეჟიმზე გადავიდა.
სკოლის ყველა მასწავლებელი ჩართულია სასწავლო პროცესში. აგრეთვე, მოსწავლეებიც უზრუნველყოფილი არიან ინტერნეტით. სწავლება მიმდინარეობს ხარვეზების გარეშე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.