თისელის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა
13-04-2020

ახალციხის მუნიციპალიტეტის თისელის  საჯარო სკოლაში კორონავირუსის საწინააღმდეგო სადეზინფექციო სამუშაოები რამდენჯერმე ჩატარდა. 

სკოლის წარმომადგენლის ინფორმაციით, დერეფნის და კლასების იატაკი, ასევე სკამები და მერხები სპეციალური ხსნარებით​ სანიტარულად დამუშავდა, სკოლაში ორივე სართული განიავდა და დასუფთავდა შენობის შიდა პერამეტრი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203