
თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეები თვითიზოლაციის პერიოდში სხვადასხვა თემაზე საინტერესო ნამუშევრებს ქმნიან.
„გავუფრთხილდეთ გარემოს“ - ამ თემაზე მოსწავლეებმა შინაარსობრივად დატვირთული ნახატები შექმნეს. პატარებმა თავიანთი ნამუშევრებით მოგვიწოდეს ყველას, რომ გავუფრთხილდეთ ბუნებას, არ დავაბინძუროთ დედამიწა და ვიზრუნოთ მასზე.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა, საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები