
წალკის მუნიციპალიტეტის გუმბათის საჯარო სკოლა აქტიურად გადავიდა ელექტრონული სწავლების ფორმატზე. მოსწავლეები აქტიურად არიან ჩართული დდისტანციურ სასწავლო პროცესში. იმართება ონლაინ დისკუსიებიც.
„მასწავლებლები იყენებენ Teams პროგრამას და ამ პროგრამის საშუალებით არაფორმალური განათლების მხრივაც გეგმავენ აქტივობებს. 9 აპრილს სკოლის ეკოკლუბმა ონლაინ დისკუსია ჩაატარა თემაზე: „რა ვიცით 9 აპრილის შესახებ“- აღნიშნა სკოლის წარმომადგენელმა.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები