სამების საჯარო სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები დისტანციურ სწავლებაში აქტიურად არიან ჩართულნი
13-04-2020

წალკის მუნიციპალიტეტის სამების საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად, აქტიურად აგრძელებს.

„სკოლა იყენებს Microsoft Teams-ს, zoom-ს, სოციალურ ქსელებს და სატელეფონო კავშირებს.  ასევე აღსანიშნავია პროექტი „ტელესკოლა“, რომელიც ხელმისაწვდომია ყველა მოსწავლისათვის.  

სკოლის პედაგოგები, მოსწავლეები და მშობლები აქტიურად არიან ჩართული დისტანციურ სწავლებაში“,-ნათქვამია სკოლის ადმინისტრაციის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203