
ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის ვანზომლეთის საჯარო სკოლაში პროფილაქტიკური სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.
11 მარტს დეზინფექცია ჩაუტარდა შენობის ორივე სართულს, დერეფნებს, ასევე საპირფარეშოს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.