
ქედის მუნიციპალიტეტის აქუცის საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს.
მასწავლებლები იყენებენ სხვადასხვა საშუალებას: „თიმსს“, „ზუმს“, მესენჯერს, ფეისბუქს, მობილურ ტელეფონსა და ტელე გაკვეთილებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.