
ახალციხის მუნიციპალიტეტის ვალის N2 საჯარო სკოლის მოსწავლემ, ლუბა სამარჯიშვილმა 9 აპრილის მოვლენებს სტატია მიუძღვნა.
სტატიაში საუბარია მშვიდობიან აქციებზე საქართველოს საბჭოთა კავშირიდან გამოსვლის მოთხოვნით. აღწერილია 9 აპრილი, დღე, როდესაც მომიტინგეები მოაქციეს ალყაში და მათ დასაშლელად გამოიყენეს მხუთავი აირი, ნიჩბები, ხელკეტები, ცეცხლსასროლი იარაღი, ტანკები, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, რამდენიმე ასეული ადამიანი მოიწამლა მხუთავი აირით, უამრავი ადამიანი კი დასახიჩრდა.
იხილეთ სტატია