
ქედის მუნიციპალიტეტის ხარაულის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სკოლის ყველა მოსწავლე ჩართულია დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში.
სკოლას აქვს სპეციალურად შედგენილი ცხრილი, რის მიხედვითაც მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, ყველა საგანში ჩაუტარდეთ გაკვეთილი. სკოლის პედაგოგები და მოსწავლეები იყენებენ როგორც ტელე გაკვეთილებს, ასევე მობილურ ტელეფონს, მესენჯერს, ფეისბუქ ჯგუფებს, ელექტრონულ ფოსტას, „თიმსსა“ და „ზუმს“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.