„საქართველო დაამარცხებს კორონავირუსს“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლის მოსწავლემ საინტერესო ნახატი შექმნა
13-04-2020

წყალტუბოს N4 საჯარო სკოლაში საინტერესო კონკურსი მიმდინარეობს, რომელშიც მოსწავლეები აქტიურად ჩაერთვნენ. რამდენიმე მათგანმა უკვე წარადგინა კონკურსის ფარგლებში შექმნილი ნამუშევარი.

„კონკურსში: „სხვა სამყარო ჩემი“, რომელიც ბავშვების, სურვილის შემთხვევაში კი მშობლების და მასწავლებლების შემოქმედებასაც მოიცავს, დიდი გამოხმაურება მოჰყვა სასკოლო საზოგადოებაში. ჩვენ პერმანენტულად შემოგთავაზებთ კონკურსანტების შემოქმედებას.

დღეს გთავაზობთ ნახატს: „საქართველო დაამარცხებს კორონავირუსს“, ავტორი მე-4 კლასის მოსწავლე დავით ბენიძე“,-აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

შეგახსენებთ, რომ სკოლამ მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის საინტერესო კონკურსი წამოიწყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე საკუთარი ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ. 1-ელ მაისს კომპეტენტური ჟიური შეაჯამებს ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრით და დიპლომებით.

იხილეთ ფოტო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203