
დმანისის მუნიციპალიტეტის ზემო ოროზმანის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. ონლაინ გაკვეთილები წარმატებულად მიმდინარეობს.
ყველა კლასი აქტიურადაა ჩართული სასწავლო პროცესში. მე -5 კლასს ძალიან უყვარს მათემატიკის გაკვეთილი. მათ მასწავლებელი რამიზ რამაზანოვი ასწავლის.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.
იხილეთ ფოტოები