
მას შემდეგ, რაც ქვეყანაში COVID- 19-ის გავრცელების გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლა შეწყდა, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ახალსოფლის საჯარო სკოლა ერთ-ერთი პირველი იყო, რომელიც აქტიურად ჩაერთო დისტანციური სწავლების პროცესში.
„უმოკლეს ვადაში მოხდა მასწავლებელთა და მოწავლეთა დარეგისტრირება Maicrosoft Teams-ის პროგრამაში, რომელიც ჩევენი სკოლის მთავარ პალტფორმას წარმოადგენს zoom-თან, messenger-თან და gmail-თან ერთად.
მინდა აღვნიშნო, რომ სწავლების ეს მეთოდი ერთნაირად წარმატებით მუშაობს როგორც დაწყებით, ისე-მაღალ კლასებშიც, რაც ჩვენი პედაგოგების დაუღალავი შორომის შედეგია, რომლებიც დღეს უფრო მეტად ცდილობენ, დაგეგმონ და განახორციელონ სხვადასხვა სახის აქტივობა, დაეხმარონ და რეკომენდაციები გაუწიონ თავიანთ მოსწავლეებს, რათა მათთვის სწავლა-სწავლების ეს ახალი მეთოდი უფრო საინტერესო, სახალისო და მარტივად აღსაქმელი გახდეს“,-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.