თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიო პანდემიას ნამუშევრები მიუძღვნეს
10-04-2020

ნიკოლოზ ბარათაშვილის სახელობის თბილისის N212 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა მსოფლიოში გავრცელებულ პანდემიას საინტერესო ნამუშევრები მიუძღვნეს.

სკოლა გამოირჩევა ნიჭიერი მოსწავლეებით. ბავშვებს ძალიან უყვართ ხატვა და ხშირად ქმნიან საინტერესო ნახატებს აქტუალურ თემებზე.

ამჯერად, მოსწავლეები თვითიზოლაციაში იმყოფებიან და  ნახატებით მოგვიწოდეს, რომ დავრჩეთ სახლში.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203