მიასნიკიანის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს
10-04-2020

ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მიასნიკიანის საჯარო სკოლაში დისტანციური სწავლება აქტიურად მიმდინარეობს. მასწავლებლები, ძირითადად, „თიმსის“ პროგრამით ხელმძღვანელობენ.

„ძალიან კარგად ავეწყვეთ სწავლების პროცესს. გაკვეთილების განრიგი დანიშნული გვაქვს, ვუხნით მოსწავლეებს მასალას, ვაძლევთ ახალ დავალებებს და ვიბარებთ გაკვეთილებს“,-ამბობს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203