ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ სასწავლო პროცესში აქტიურად არიან ჩართულნი
10-04-2020

ვანის მუნიციპალიტეტის ტობანიერის საჯარო სკოლის მოსწავლეები დისტანციურ საგაკვეთილო პროცესში აქტიურად არიან ჩართულები. მათ მშობლებიც გვერდში უდგანან. სკოლის დირექცია მადლობას უხდის მასწავლებლებს და მოსწავლეებს სასწავლო პროცესში აქტიური ჩართულობისთვის.

„მთელი დღის მანძილზე არ შეწყვეტილა კავშირი მასწავლებლებსა და მოსწავლეებს შორის...კოლეგები ერთმანეთს უზიარებენ გამოცდილებას და ნერგავენ ახალი სისტემით მუშაობას.

მადლობა მშობლებსა და მოსწავლეებს თანადგომისთვის, ჩართულობის უზრუნველყოფისთვის...დავალებებს გაკვეთილიდან გაკვეთილამდე უწყვეტ რეჟიმში აგზავნიან და ჩართვებში მიმდინარეობს პრეზენტაცია - განხილვები...მოკლედ, იმდენად აქტიურობენ, 24 საათიანი მუშაობა გვაქვს მასწავლებლებს! მადლობა ასეთი ჩართულობისთვის ...აბა თქვენ იცით! ჯანმრთელობას და გამძლეობას გისურვებთ!“-აღნიშნულია სკოლის დირექციის ინფორმაციაში.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203