
კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით, სასწავლო პროცესი გადავადდა. ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მოდეგამის საჯარო სკოლა კი დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
მასწავლებლები სასწავლო პროცესისთვის იყენებენ Feedc.edu-ს. მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებში ხალისით ერთვებიან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.