
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ნატანების საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს. მოსწავლეები ონლაინ გაკვეთილებში აქტიურად ჩაერთვნენ.
მასწავლებლები, ძირითადად, იყენებენ „თიმსს“, „მესენჯერს“, „ფეისბუქს“, ტელე სკოლასა და ელექტრონულ ფოსტას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.