
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის აზმანის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის დირექტორის თქმით, სკოლაში შეუფერხებლად მიმდინარეობს ონლაინ სწავლება.
„მოგეხსენებათ, რომ ბევრს აქვს ინტერნეტის პრობლემა, მაგრამ, შეძლებისდაგვარად, ყველასთან ვახერებთ კონტაქტს.ზოგი „თიმსშია“ ჩართული, ზოგი ტელეფონებით და ზოგიც - ვიდეო ჩათებში.
მთავარია, არსებული ვითარებიდან გამომდინარე ვახერხებთ და ერთმანეთს გვერდში ვუდგავართ“,-აღნიშნულია დირექციის ინფორმაციაში.