
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის კირნათის საჯარო სკოლაში სწავლება დისტანციურად მიმდინარეობს.
სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ და გაკვეთილების ასახსნელად იყენებენ განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ ყველა საშუალებას.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.