სამშვილდის საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს
10-04-2020

თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის სამშვილდის საჯარო სკოლა, ქვეყანაში მიმდინარე პროცესების - COVID-19-თან დაკავშირებით გამოცხადებული საგანგებო მდგომარეობის გამო, გადასულია სასწავლო პროცესის დისტანციური სწავლების რეჟიმზე.

სკოლის წარმომადგენლის თქმით, მოსწავლეების და მასწავლებლების უმეტესობამ, მოწყობილობებისა და ინტერნრტის არქონის გამო, ვერ მოახერხა microsoft 365 - ის პროგრამაში ჩართვა. დისტანციური სწავლება ხორციელდება facebook/messenger და მობილური ტელეფონების საშუალებით.

სკოლაში 16 მარტიდან დღემდე სწავლა/სწავლების პროცესი შეუფერხებლად და აქტიურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203