
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის დიდი ხანჩალის საჯარო სკოლაში დისტანციური გაკვეთილები შეუფერხებლად მიმდინარეობს. ყველა მოსწავლეს აქვს ინტერნეტთან წვდომა, რაც სასწავლო პროცესს ამარტივებს.
„დისტანციურ სწავლებაში 20 მარტიდან ჩავერთეთ, ყველა მასწავლებელი და მოსწავლე აქტიურად არის ჩართული სწავლის პროცესში. ყველა მოსწავლეს აქვს წვდომა ინტერნეტთან, გაკვეთილები ცხრილის განრიგით ტარდება 30-40 წუთი. მასწავლებლები ცდილობენ, გაკვეთილები სახალისო და საინტერესო გახადონ. იმედი გვაქვს, მალე დავუბრუნდებით ჩვენს საყვარელ სკოლას“,-აღნიშნავს სკოლის დირექტორი არშალუის ირიციან.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.