
ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მარტუნის საჯარო სკოლაში ონლაინ სწავლების პროცესი ძალიან ორგანიზებულად მიმდინარეობს. მასწავლებლები არიან ჩართულები „თიმსის“ პროგრამაში.
„აბსოლუტურად ყველა მასწავლებელი და მოსწავლე, ყველა გაკვეთილი მიმდინარეობს ჩვეულ რეჟიმში. ბავშვებს, რომელებსაც დამატებით სჭირდებათ მუშაობა, ასევე ცალ-ცალკე დამატებით უტარებენ ონლაინ გავეთილს. ძალიან კარგად ავეწყვეთ“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.