ჟდანოვის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
10-04-2020

ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ჟდანოვის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში მიმდინარეობს, ყველა მოსწავლე და პედაგოგი ჩართულია ონლაინ სწავლებაში. მასწავლებლები მოსწავლეებთან საკომუნიკაციოდ სხვადასხვა საშუალებას იყენებენ.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203