COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, ბოგვის საჯარო სკოლაში დეზინფექცია ჩატარდა
13-04-2020

COVID-19-ის გავრცელების პრევენციის მიზნით, თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტის ბოგვის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები აქტიურად ჩატარდა.

შ.პ.ს. „სუფთა სახლის“ მიერ სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი, დერეფნები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, კაბინეტები, კიბის უჯრედები, კედლები და იატაკი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203