დისტანციურ სასწავლო პროცესში​ დანდალოს საჯარო სკოლის ყველა პედაგოგი და მოსწავლე არის ჩართული
10-04-2020

ქედის მუნიციპალიტეტის დანდალოს საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.

სკოლის ყველა პედაგოგი და მოსწავლე ჩართულია დისტანციურ სასწავლო პროცესში. პედაგოგები იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ საშუალებას, რათა ყველა მოსწავლეს ჰქონდეს განათლების მიღების საშუალება. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203