ახოს საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს
10-04-2020

ქედის მუნიციპალიტეტის ახოს საჯარო სკოლა გადავიდა დისტანციურ სწავლებაზე. სკოლა ითვალისწინებს სამინისტროს ყველა რეკომენდაციას.

პედაგოგები დარეგისტრირებულები არიან „თიმსის“ პროგრამაში, ასევე იყენებენ „მესენჯერს“, „ფეისბუქს“, მობილურ ტელეფონს, ელექტრონულ ფოსტასა და ტელე გაკვეთილებს. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203