წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ
10-04-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის წინსვლის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.

მასწავლებლები, სასწავლო პროცესის შეუფერხებლად მიმდინარეობისთვის, იყენებენ სხვადასხვა ელექტრონულ საშუალებას, უმეტესად მესენჯერს, ტელე გაკვეთილებსა და „თიმსის“ პროგრამას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203