დისტანციურ სასწავლო პროცესში ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლის ყველა მოსწავლე არის ჩართული
10-04-2020

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ქვედა ჩხუტუნეთის საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა. სკოლის ყველა მოსწავლე ჩართულია სასწავლო პროცესში.

პედაგოგები აქტიურად არიან ჩართულნი ონლაინ გაკვეთილებში, რომ მოსწავლეებმა შეძლონ სრულყოფილი განათლების მიღება, ამიტომ იყნებენ სხვადსხვა ელექტრონილ პლატფორმებს: „თიმსს“, „ზუმს“, ელექტრონულ ფოსტას, მობილურ ტელეფონს, „მესენჯერს“, ფეისბუქ ჯგუფებსა და ტელე გაკვეთილებს.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203