
ხელვაჩაურის მინიციპალიტეტის ყოროლისთავის საჯარო სკოლაში გაკვეთილები დისტანციურად ტარდება.
მოსწავლეები პედაგოგები და მშობლები აქტიურად არიან ჩართულნი დისტანციურ სწავლებაში. სკოლა იყენებს სხვადასხვა ელექტრონულ პლატფორმებს: „თიმსს“, „ზუმს“, „მესენჯერს“, „ფეისბუქს“, მობილურ ტელეფონსა და ტელე გაკვეთილებს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.