გეგუთის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა
10-04-2020
წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის N1 საჯარო სკოლა დისტანციურ სწავლებაზე გადავიდა.
სკოლის მასწავლებლები მოსწავლეებს ახალ მასალას დისტანციურად უხსნიან, აწვდიან დავალებებს და აფასებენ მათ ნამუშევრებს.
სკოლის წარმომადგენლის თქმით, მასწავლებლები და მოსწავლეები ძირითადად იყენებენ „თიმსს“, „მესენჯერსა“ და ტელეგაკვეთილებს. სკოლა ითვალისწინებს სამინისტროს რეკომენდაციებს
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, მოსწავლეებს კი გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს