
ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ჭარნალის საჯარო სკოლა ონლაინ სწავლებისათვის წარმატებით იყენებს განათლების სამინისტროს მიერ რეკომენდირებულ პროგრამას, Microsoft teams-ს.
„გაკვეთილები ყოველდღიურად ყველა კლასში ტარდება. სასწავლო ცხრილი ისეა გაწერილი, რომ მოსწავლეებმა შეძლონ, როგორც სკოლის სწავლების, ასევე პირველი საგანმანათლებლო არხის გაკვეთილებზე დასწრება. სკოლისა და მშობლის თანამშრომლობით, სკოლის ყველა მოსწავლის ოჯახში ჩაიწერა საგანმანათლელო არხი.
teams-ის პროგრამით მიმდინარეობს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეთა სწავლებაც. როგორც პედაგოგები, ასევე მოსწავლეებიც იმედოვნებენ, რომ წარმატებით დაძლევენ აუცილებელ პროგრამას“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.