აქუცის საჯარო სკოლას დეზინფექცია ჩაუტარდა
10-04-2020

ქედის მუნიციპალიტეტის აქუცის საჯარო სკოლაში სადეზინფექციო სამუშაოები ჩატარდა.

სპეციალური ხსნარით დამუშავდა სკოლის შენობა და ინვენტარი, დერეფნები, საკლასო ოთახები, სველი წერტილები, კაბინეტები, კიბის უჯრედები, კედლები და იატაკი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203