ზვარეს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად აგრძელებს
10-04-2020

ქედის მუნიციპალიტეტის ზვარეს საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს დისტანციურად წარმართავს. დისტანციური სწავლება ეფექტურად მიმდინარეობს.

„მოსწავლე-მასწავლებლებს შორის ამგვარი ურთიერთობა გამოწვევაა საკუთარი თავისა, სადაც პროცესი ხალისიანი და საინტერესოა. სწავლებს, ძირითადად, ხორციელდება სოციალური ქსელისა და „თიმსის“ საშუალებით. ამ პროცესში ჩართულია მასწავლებლები და მოსწავლეთა აბსოლუტური უმრავლესობა“,-აღნიშნავს სკოლის წარმომადგენელი.

შეგახსენებთ, რომ საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა. კორონავირუსის გავრცელების საფრთხის გამო საგანმანათლებლო დაწესებულებებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, სწავლა კი დისტანციურად მიმდინარეობს. 

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203