აფხაზეთის N2 საჯარო სკოლა დისტანციურ სასწავლო პროცესს წარმატებით წარმართავს
10-04-2020

აფხაზეთის N2 საჯარო სკოლამ საგაზაფხულო არდადეგების დასრულებისთანავე, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობიდან გამომდინარე, პირველივე დღიდანვე დაიწყო მოსწავლეებთან ელექტრონული შეხვედრები. დისტანციური სასწავლო პროცესი წარმატებულად მიმდინარეობს.

„სკოლა მაქსიმალურად იყენებს მის ხელთ არსებულ  ყველა შესაძლებლობასა და საშუალებას (ადამიანური, ტექნიკური თუ მატერიალური რესურსი) დისტანციური შეხვედრების-სწავლების განსახორციელებლად. საგანგებოდ შედგენილი შეხვედრების ცხრილის მიხედვით პედაგოგები ახორციელებენ მოსწავლეებთან შეხვედრებს/ონლაინ რეჟიმში ჩართვებს და ელექტრონული მასალის ატვირთვას; (მოსწავლეებს მაქსიმალურად მიეწოდებათ მათთვის საჭირო საგანმანათლებლო რესურსი, ცხადია ელ-ფორმით)! აქვე აღსანიშნავია, რომ საგანგებოდ შექმნილი შეხვედრების ცხრილი არ ემთხვევა ტელესკოლის გაკვეთილებს და მოსწავლეებს აქვთ შესაძლებლობა, თვალყური ადევნონ საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს პირველი არხის ერთობლივ საგანმანათლებლო პროექტს.

აქვე, მნიშვნელოვანია ის მომენტი, რომ - თუკი ვინმეს არ აქვს წვდომა ინტერნეტთან, პედაგოგები ყოვედღიურად მზად არიან, ჰქონდეთ სატელეფონო-კომუნიკაცია. აღნიშნული საკომონიკაციო საშუალებებით ინდივიდუალური საჭიროებიდან გამომდინარე მასწავლებლები, აწოდებენ მასალებს როგორც საგნობრივ ჭრილში, ასევე გამჭოლი კომპეტენციების განსავითარებლად - საკითხავ ლიტერატურას, შემეცნებით თუ თემატურ აქტივობებს.

იმედს ვიტოვებთ, რომ მალე დავიბრუნებთ ერთმანეთს!“-აღნიშნულია სკოლის დირექციის განცხადებაში.

იხილეთ ფოტოები

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203