მახალაკიძეების საჯარო სკოლის მოსწავლეებმა 9 აპრილის გმირები გაიხსენეს
10-04-2020

ფრიდონ მახარაძის სახელობის შუახევის მუნიციპალიტეტის მახალაკიძეების საჯარო სკოლამ 9 აპრილს დაღუპული გმირები გაიხსენა.

„მადლობა თავისუფლებისთვის“, „დიდება გმირებს“, „1989 წლის 9 აპრილი“, „ჩავკიდოთ ერთმანეთს ხელები“ - სკოლის მოსწავლეებმა ამ დღესთან დაკავშირებით კედლის გაზეთიც შექმნეს.

შეგახსენებთ, რომ 1989 წლის 9 აპრილს თბილისში საქართველოს დამოუკიდებლობის მოთხოვნით მოწყობილი მშვიდობიანი დემონსტრაცია საბჭოთა არმიამ დაარბია, რის შედეგადაც დაიღუპა 21 ადამიანი, ასობით კი დაიჭრა.

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203