ეშტიის N1 საჯარო სკოლა სასწავლო პროცესს ონლაინ რეჟიმში აგრძელებს
10-04-2020
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სოფელ ეშტიის N1 საჯარო სკოლა სწავლა-სწავლების პროცესს დისტანციურად აგრძელებს.
„ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით და ახალი Covid-19 ვირუსის გავრცელების თავიდან აცილების მიზნით საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრომ შეიმუშავა ინსტრუქციები/რეკომენდაციები. განათლება დაიწყო ონლაინ რეჟიმში, მათ შორის ჩვენს სკოლაშიც.
მოგახსენებთ, რომ ჩვენს სკოლაში სასწავლო პროცესი მიმდინარეობს ონლაინ რეჟიმით: სოციალური ქსელი, ვიდეოზარები, სატელეფონო კომუნიკაცია, ელექტრონული ფოსტა. (viber, facebook , email.mes.gov.ge, teams.microsoft.com , Microsoft office 365 და სხვა), შექმნილია კლასების, პედაგოგების, ინკლუზიური განათლების, კათედრების და მშობლების ჯგუფები. ყველა ჩართულია. მასწავლებლები ამზადებენ სხვადასხვა სასწავლო მასალას: საკითხავ ლიტერატურას, შემეცნებით აქტივობებს, კვლევით პროექტებს, ონლაინ პლატფორმებს/ელ. მასალებს, თემატური დავალებებს და სხვა. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მიერ მიწოდებული ყველა ონლაინ რესურსები მიწოდებულია და ქტიურად გამოიყენება სასწავლო პროცესისთვის“,- აღნიშნულია სკოლის დირექციის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. სკოლებში სასწავლო პროცესი შეწყვეტილია, მოსწავლეებს კი გაკვეთილები დისტანციურად უტარდებათ.
პროგრამა მომავალი პირველკლასელებისთვის გათვლილია ივლისისა და აგვისტოს თვეებზე და მორგებულია იმგვარად, რომ საზაფხულო დასვენების გეგმების ცვლილების გარეშე, ოჯახის წევრების ჩართულობით, შეძლოს