„სხვა სამყარო ჩემი“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლამ საინტერესო კონკურსი წამოიწყო
10-04-2020

„სხვა სამყარო ჩემი“ - წყალტუბოს N4 საჯარო სკოლამ მასწავლებლებისთვის, მოსწავლეებისთვის და მათი მშობლებისთვის საინტერესო კონკურსი წამოიწყო. კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 1-ელი აპრილიდან 1-ელ მაისამდე საკუთარი ნამუშევრები უნდა წარმოადგინონ.


„არსებული მდგომარეობის გამო, ყველანი ვიმყოფებით თვითიზოლაციაში, რადგან ჩვენი მოქალაქეობრივი პასუხისმგებლობის ზღვარი დღეს აქ გადის.

იმისთვის, რომ ეს დღეები უფრო შინაარსიანი, კრეატიული და ლამაზი გავხადოთ,1.04-დან 1.05-მდე სკოლის დირექციის გადაწყვეტილებით, სკოლაში ტარდება კონკურსი: „სხვა სამყარო ჩემი“.

მოსწავლეებს შევთავაზეთ რამოდენიმე ნომინაცია:

1. „აქტიური მკითხველი“;
2. „ხელმარჯვე ოსტატი“;
3. „ნიჭიერი ხელოვანი“;
4. „ნიჭიერი დეკლამატორი“.

თუ მოსწავლეებთან ერთად ჩაერთვებიან მშობლები და მასწავლებლები, ამ შემთხვევაში კონკურსის გამარჯვებულები 2 ჯგუფად დაიყოფიან ასაკობრივი ზღვარის გათვალისწინებით.

1-ელ მაისს კომპეტენტური ჟიური შეაჯამებს ნამუშევრებს და გამოავლენს გამარჯვებულებს, რომლებიც დაჯილდოვდებიან ფასიანი საჩუქრით და დიპლომებით.

კონკურსანტებს შეუძლიათ ფოტოს ან ვიდეორგოლის საშუალებით სკოლის გვერდზე განათავსონ: წაკითხული ლექსი, ნაკეთობები ( ყველა სახის: პლასტელინი, ხე, ქსოვა, მაკრამე......) მუსიკალური ნომერი სხვადასხვა სახის (სიმღერა, ცეკვა, მუსიკალურ ინსტრუმენტზე დაკვრა...) ნახატი და სხვა“, -აღნიშნულია სკოლის ინფორმაციაში.

იხილეთ კონკურსის „სხვა სამყარო ჩემი“ ლოგო

 
სკოლების სიახლეები
დაგვიკავშირდით
557 54 00 60
მოგვწერეთ
etaloniganatleba@etaloni.ge
მისამართი
0119, თბილისი, წერეთლის გამზ. #116 „დიდუბე პლაზა“ ოფისი 203