
ირაკლი აბაშიძის სახელობის ხონის N3 საჯარო სკოლის მოსწავლეებმა სპორტულ-გასართობ შეჯიბრში წარმატება მოიპოვეს.
26-29 თებერვალს, ხონის მუნიციპალიტეტში „მხიარული სტარტები“ ჩატარდა, რომელშიც მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლების გუნდები აქტიურად ჩაერთვნენ.
ხონის N3 საჯარო სკოლის გუნდმა სპორტულ ასპარეზობაში მეორე საპრიზო ადგილი მოიპოვა. სკოლის დირექცია და მასწავლებლები ულოცავენ მოსწავლეებს მიღწეულ წარმატებას.
იხილეთ ფოტო